Thursday, July 12, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე

ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო ტრენინგი,  სასიამოვნო იყო თბილ და პოზიტიურ გარემოში გატარებული ცხრა დღე, აღფრთოვანებული ვარ ქალბატონი ეკას ნიჭით და შესაძლებლობებით, ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც მექნება მასთან ურთიერთობა!

დედამიწა ჩვენი საერთო სახლი

იხილეთ ჩემი პროექტის მასალები

Wednesday, July 11, 2018

ტრენინგის მერვე დღე

განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი და სასწავლო პროცედურები.

Monday, July 9, 2018

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია, ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, შევავსეთ კითხვარი, გეგმაში გავითვალისწინეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების შესაძლებლობები, ვიმუშავეთ ბლოგზე...

Friday, July 6, 2018

ძალიან საინტერესო იყო პრეზენტაცია მოძრავი ანიმაციებით. შევაფასეთ ერთმანეთის ბლოგებზე განთავსებული ნამუშევრები და გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები.
ტრენინგის მე-5 დღეს განვიხილეთ მეთოდი ,,დაწყვილდი-გაუზიარე''.დავათვალიერეთ მოსწავლის ნაშრომების ნიმუშები და თავადაც  შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ვისწავლეთ დოკუმენტაციის დაარქივება  და მისი გაზიარება.
ტრენინგის მსვლელობისას პერიოდულად გვიწევს საქაღალდის განახლება.

ტრენინგის მე-4 დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე.
შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები, გავეცანით პრეზენტაციის წარმართვის ძირითად პრინციპებს. შევქმნეით პრეზენტაცია და გამოვაქვეყნეთ საკუთარ ბლოგზე

Sunday, July 1, 2018

ტრენინგის მესამე დღე

განვიხილეთ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიმართულების მიმცემი კითხვები, რომელსაც ეუფლება პროექტი, ასევე განვიხილეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.